Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ადლის ზამთარში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს

მილანის საკუთრებაში მყოფი ფრანგი ფეხბურთელი იასინ ადლი ბორდოს რიგებში წარმატებულ სვლას განაგრძობს და იტალიური წყაროების ინფორამციით, ის როსონერის რიგებს შესაძლოა ზამთარში შეუერთდეს.

მილანმა ადლი მიმდინარე სეზონის სტარტზე ბორდოდან, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და სეზონის ბოლომდე ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვა. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბორდოს რიგებში უკვე 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

MilanNews-ის ჟურნალისტის ანრეა ლონგონის ინფორმაციით, მილანი ბორდოს თხოვნით მიმართავს, რომ მათ ფეხბურთელი დროზე ადრე გამოუშვან, რადგან იანვარში გუნდს აფრიკის თასზე მოასპარეზე ისმაელ ბენასერი და ფრანკ კესი დატოვებენ, დატვირთლი კალენდრის გამო კი მილანს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება დასჭირდება.