Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ადლის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელი საბოლოოდ შეარჩია და როსონერი ბორდოს 21 წლის ფრანგი ნახევარმცველის იასინ ადლის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანს ახალგაზრდა ტალანტის გაფორმება 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.

წყაროს ცნობით, მილანმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა ბორდოსთან ტრანსფერის ბოლო დეტალებზე მუშაობს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ადლის მომავალში გაყიდვის შემთხვევაში ბორდოს გარკვეული პროცენტი ჩაერიცხება.