Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი აინტრახტის იაპონელი ფეხბურთელით ინტერესდება

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და როსონერის კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

MilanLive-ს ინფორმაციით, როსონერი აინტრახტის 25 წლის ფეხბურთელის დაიჩი კამადას გაფორმებას განიხილავს და არ არის გამორიცხული, მილანმა გერმანელებს ფეხბურთელის გაცვლა შესთავაზოს.

აინტრახტს ბოლო დღეებში მილანის ნორვეგიელი ფეხბურთელი იენს პეტერ ჰაუგე არაერთხელ დაუკავშირეს და წყაროს ცნობით, როსონერი ტრანსფერში ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას სერიოზულა განიხილავს.

მილანი ჰაუგეს 15 მილიონ ევროდ აფასებს, აინტრახტი კი კამადას სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს და მალდინის ჰაუგესთან ერთად გარკვეული თნხის გადახდა მოუწევს.

კამადამ გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.