Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ანდერლეხტის ფეხბურთელით ინტერესდება

როსონერი ბელგიურ მარკეტზე ფეხბურთელების ძებნას განაგრძობს და ამჯერად მათი თვალთახედვის არეში ანდერლეხტის ნახევარმცველი ალბერტ სამბი ლოკონგა მოექცა.

მილანმა ბელგიური გუნდიდან ერთ წლის წინ ყველასთვის მოულოდნელად ალექსის საელემაეკერსი გაიფორმა და Calciomercato-ს ინფორმაციით, ლოკონგაზე ყურადღებით გამახვილება სწორედ ალექსისის რჩევა იყო.

გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი ტიპიური 6 ნომერია, რომელიც დაცვის წინ თამაშობს და დაკარგული ბურთის დაბრუნება კარგად შეუძლია. მას ხშირად ბარსელონას სერხიო ბუსკეცსაც ადარებენ.

წყაროს მტკიცებით, ლოკონგა საელემაეკერსის ძალიან ახლო მეგობარია და როსონერის მისი დახმარების იმედი აქვს.