მილანი-ატალანტას მატჩზე დასწრების სურვილი 200,000-მა ქომაგმა გამოთქვა
სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩი მილანში, სან სიროზე გაიმართება, სადაც როსონერი ატალანტას უმასპინძლებს და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული მატჩისთვის თავისუფალ გაყიდვაში გამოსული ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და შეხვედრას 75,000 ქომაგი დაესწრება, თუმცა მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდია.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე დასწრების სურვილი 200,000-ზე მეტმა ქომაგმა გამოთქვა და ტიფოზები, რომლებიც სტადიონზე მოხვედრას ვერ მოახერხებენ, საყვარელ გუნდს სან სიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ქომაგებენ…