Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ატალანტას ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს

მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და იტალიური წყაროების ინფორამციით, როსონერის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზამთარში ატალანტას შემტევი ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი იქნება.

26 წლის რუს ფეხბურთელს, რომელსაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციის პარალელურად ფლანგებზეც შეუძლია თამაში, ბერგამოელთა რიგებში სათამაშო დროს ფაქტობრივად არ ღებულობს და მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

MilanNews-ის ინფორმაციით, ატალანტა მის სანაცვლოდ 14 მილიონს ითხოვს, რაც ბერგამოელებს მისი ლოკომოტივიდან გაფორმება დაუჯდათ, მილანი კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში სამუ კასტილეხოს ჩართვით შეეცდება. ლა დეა კასტილეხოს გაფორმებას ზაფხულში ცდილობდა და არ არის გამორიცხული, რომ მილანის წინადადებას დათანხმდეს.