Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ატლეტიკოს ნახევარმცველის დამატებას განიხილავს

ესპანური წყაროების ინფორმაციით, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის ატლეტიკოს მექსიკელი ნახევარმცველის ჰექტორ ჰერერას დამატებას გეგმავს.

31 წლის ნახევარმცველს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში გუნდებს მისი დამატება უფასოდ შეეძლებათ, თუმცა El Gol Digital-ის ცნობით, როსონერი მოცდას არ აპირებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ ატლეტიკოს ზამთარში 3-4 მილიონს შესთავაზებს.

ფრანკ კესისთან კონტრაქტთან დაკავშირებული სირთულეების გამო როსონერი მის პოტენციურ შემცვლელებს ეძებს და ჰერერა სწორედ ერთ-ერთი მათგანია.