Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი აუარის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი ლიონის ნახევარმცველის ჰუსემ აუარის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლიონთან სეზონის ბოლოს იწურება და ზაფხულში მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის სამსახური მილანს უკვე შესთავაზა და როსონერის პასუხი პოზიტიური იყო, მაგრამ იტალიური გრანდი მის იანვარში დამატებას არ აპირებს და 24 წლის ნახევარმცველს მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით, სეზონის ბოლოს გაიფორმებს.