Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ბაკაიოკოს ალტერნატივაზე გადაერთო

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი და ჩელსი ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ და როსონერი მის ალტერნატიულ ვარიანტზე იწყებს მუშაობას.

მილანს ბაკაიოკოს იჯარით აყვანა სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაზეც ჩელსიც თანახმა იყო, თუმცა ჩელსის ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 32 მილიონის მიღება სურდა, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს და გამოცემის ინფორმაციით, როსონერი ბენფიკას ნახევარმცველის, ფლორენტინო ლუისის ტრანსფერზე გადაერთო.

მალდინი და 20 წლის ფეხბურთელის აგენტი ცოტა ხნის წინ ერთმანეთს მილანის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ და პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს. ბენფიკა ფეხბურთელს დაახლოებით 25 მილიონად აფასებს, მილანს კი მისი იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.