Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბაკაიოკოს დაბრუნებას განიხილავს

მილანმა სუალიჰო მეიტეს გამოსყიდვაზე უარი თქვა და ის ტორინოს დაუბრუნდა, როსონერი კი ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათ რადარზე ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელი გამოჩნდა.

FootMercato-ს ინფორმაციით, მილანი ზაფხულში ტიემუ ბაკაიოკოს გაფორმებას, რომელმაც როსონერის რიგებში 2018/19 წლების სეზონი გაატარა, სერიოზულად განიხილავს.

ბაკაიოკომ გასული სეზონი ნაპოლის რიგებში იჯარის წესით გაატარა, თუმცა ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ პარტენოპეიმ მის ტრანსფერზე მუშაობა არ მოისურვა და 26 წლის ნახევარმცველი ჩელსის უბრუნდება.

თავის მხრივ, ბაკაიოკო არც ლონდონელების გეგმებში შედის, ამიტომ მილანი მის კიდევ ერთხელ იჯარით დამატებას შეეცდება.