მილანი ბაკაიოკოს მიუბრუნდა

იტალიური და ინგლისური მედიის მტკიცებით,როსონერი ბაკაიოკოს აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩელსის ნახევარმცველი მილანის მიმართ სიმპათიებს არასოდეს მალავდა და ღიად დააფიქსირა,რომ როსონერიში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.მისი შეძენის წინააღმდეგი არც რალფ რანგნიკია,რომელიც მილანში 4-4-2 სისტემის დანერგვას აპირებს და ცენტრში ბაკაიოკო-ბენასერის დუეტის ხილვა სურს.

ჩელსი მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს ითხოვს,მილანი კი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობს,რომლის მიხედვითაც ბაკაიოკო 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.