მილანი ბაკაიოკოს ტრანსფერზე მუშაობს

MilanNews-ის ინფორმაციით,როსონერი ჩელსის და ბაკაიოკოს წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის მილანში დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყო.

საიდუმლო არავისთვისაა,რომ ფრანგ ფეხბურთელს მილანში დაბრუნება უნდა და ამის წინააღმდეგი არც მილანელები არიან,რალფ რანგნიკს 4-4-2 სქემაში ცენტრალურ ხაზში ბაკაიოკო-ბენასერის ხილვა სურს.

მილანი და ჩელსი უკვე მუშაობენ ტრანსფერზე და ლონდონელები მის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს,რაც როსონერისთვის მისაღები ფასია.პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.ბაკაიოკო ამჟამად ჩელსიში 6.5 მილიონ ევროს იღებს,რის გადახდასაც მილანი არ აპირებს.გუნდი მზად არის,რომ ფრანგ ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო შესთავაზოს.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია,რომ ბაკაიოკოს დამატების სურვილი რამდენიმე ინგლისურმა გუნდმა გამოთქვა და ისინი მზად არიან,რომ ფეხბურთელს არსებული ხელფასი შეუნარჩუნონ.ახლა ყველაფერი თავად ფრანგზეა დამოკიდებული,არის თუ არა ის მზად მილანში სათამაშოდ ხელფასის შემცირებას დასთანხმდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.