Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ბაკაიოკოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

ჩელსისა და მილანს შორის ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება. გუნდები შეთანხმების ფორმატზე უკვე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი მილანს იჯარის წესით შეუერთდება და როსონერის მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება.

ერთადერთი, რაზეც მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდნებიან, არის ფეხბურთელის ღირებულება… ჩელსის საერთო ჯამში 26 წლის ფრანგის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს მიღება სურთ, თუმცა როსონერის 25 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდა…

მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა იტალიური და ინგლისური მედიის მტკიცებით, ბაკაიოკოს მილანში გადასვლა დროის საკითხია, რადგან ფეხბურთელს სხვა სერიოზული მსურველი არ ჰყავს და არც თავად ბაკაიოკოს სურს მილანის გარდა სხვა გუნდში გადასვლა.

Leave a Reply

Your email address will not be published.