Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბალო-ტურეს გაყიდვაზე მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის უკანახაზელი ფოდე ბალო-ტურე გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

MilanNews-ის ინფორმაციით, სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად თურქული გალათასარაი მუშაობს და გუნდის დატოვების წინააღმდეგი არც თავად 25 წლის უკანახაზელია, რომელსაც მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.

წყაროს ცნობით, მილანი ფოდეს სანაცვლოდ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, სწორედ იმდენს, რაც მისი მონაკოდან ტრანსფერი დაუჯდა.