Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბარსელონას მცველს მიუბრუნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ბარსელონას 24 წლის უკანახაზელის ხუნიორ ფირპოს გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.

როსონერი დიოგო დალოტის შემცვლელს ეძებს, რომელიც სტეფანო პიოლის გუნდისთვის გასულ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მანჩესტერი პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს, რისი გადხდაც მილანს არ სურს.

დალოტის მსგავსად, ფირპოს თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია და იმის გათვალისწინებით, რომ ბლაუგრანას მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც კუმანი იქნება, ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსას დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანსა და ფეხბურთელის აგენტებს შორის შეხვედრა უკვე ჩაინიშნა და ძალიან მალე მხარეები მილანში შეხვდებიან.

გათიშვა