Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბარსელონას მცველის ტრანსფერს კვლავ განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ბარსელონას ემერსონ როიალის ტრანსფერს კვლავ განიხილავს.

როსონერის ემერსონის სახელს ჯერ კიდევ გასული ზაფხულიდან უკავშირებდნენ, თუმცა 22 წლის მარჯვენა მცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით რეალ ბეტისის რიგებში დარჩება.

MilanNews-ის და რამდენიმე ესპანური გამოცემის მტკიცებით, მილანი ახალგაზრდა ფეხბურთელს კვლავ აკვირდება და თუ როსონერი დიეგო დალოტის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს, როსონერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება.