Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბარსელონას ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის დირექტორები ბარსელონას ფეხბურთელის სერხი რობერტოს გაფორმებას სერიოზულად განიხილავენენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი ალესანდრო ფლორენცის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, რომელიც მილანის რიგებს სეზონის სტარტზე იჯარით შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რასაც ტრავმაც დაემატა და არ არის გამორიცხული, რომ მილანმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვას.

29 წლის რობერტოს მიმდინარე კონტრაქტი ბარსელონასთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ როსონერის მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

რობერტო ბლაუგრანას რიგებში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს იღებს, რისი გადახდაც მილანს არ გაუჭირდება.