Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ბეილის ტრანსფერს განიხილავს?

Calciomercato-მ ცოტა ხნის წინ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქმე მადრიდის რეალის ვარსკვლავს, გარეთ ბეილს ეხება.

31 წლის უელსელ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის რეალთან მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ფეხბურთელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გაფუჭებულია. მან გასულ სეზონში მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პანდემიის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა.

მადრიდის რეალი მზად არის, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს, რადგან ბეილი სეზონში დაახლოებით 20 მილიონ ევროს იღებს, რაც ფეხბურთელისთვის, რომელიც ფაქტობრივად გუნდს არაფერში არ ეხმარება, ძალიან დიდი თანხაა…

როსონერის მთავარი პრობლემა მისი ხელფასია. უელსელ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტის გაწყვეტა არ სურს და ხელშეკრულებით განკუთვნილი თანხის ბოლომდე მიღებას აპირებს, თუმცა თუ მილანი მის დაყოლიებას მოახერხებს, უელსელი შესაძლოა დიავოლოს მაისურით ვიხილოთ…

Leave a Reply

Your email address will not be published.