Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბელგიაში ორ ტალანტს აკვირდება

მილანის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას და სკუდეტოსთვის ბრძოლას გეგმავს და მათ რადარზე ბელგიის ჩემპიონატიდან 2 ნიჭიერი ფეხბურთელი გახლავთ.

Tuttosport-ის ცნობით, ბრიუგეს 22 წლის ვინგერი ნაო ლანგი როსონერის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა. გუნდის ხელმძღვანელობა ნიდერლანდელი ფეხბურთელის მახასიათებლების თაყვანისმცემელია, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება – დაახლოებით 30 მილიონი ევრო კვლავ პრობლემად რჩება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მილანის სკაუტები ბელგიაში აკვირდებიან, ანდერლეხტის შემტევი ნახევარმცველი იარი ვერშაერენი გახლავთ. 20 წლის ფეხბურთელი, რომელსაც პარალელურად მარცხენა ვინგერად თამაშიც შეუძლია და მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონამდე მერყეობს.