Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბელგიელი ტალანტით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ბრუგეს ბელგიელი შემტევი ნახევარმცველის ჩარლზ დე კეტელაერეს ტრანსფერით ინტერესდება.

20 წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია ატალანტას უკავშირებენ, თუმცა SportItalia-ს ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, როსონერიმ ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

ბრიუგეს აკადემიის აღზრდილი დაახლოებით 15 მილიონად არის შეფასებული, მაგრამ წყაროს ცნობით მილანი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდული ფეხბურთელის ჩართვით შეეცდება.