Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბელოტის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

ბოლო დღეებში ანდრეა ბელოტის ტორინოდან შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი დაიწერა და ეს ხმები ტოროს პრეზიდენტმაც დაადასტურა. ურბანო კაიროს თქმით, თუ ის სეზონის ბოლომდე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს, რომ მომავალი სეზონის ბოლოს იტალიელი უფასოდ არ დაკარგოს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მალდინი – მასარას დუეტი ბელოტის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ ზაფხულში მას ტრანსფერზე დააყენებენ, როსონერი აუცილებლად იმოქმედებს. ტორინო ფეხბურთელის სანაცვლოდ აქამდე 60 მილიონს ითხოვდა, თუმცა ზაფხულში მათ ფეხბურთელის გაყიდვა 30-35 მილიონად მოუწევთ.