Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბელოტის ტრანსფერში ფავორიტია

ტორინოს კაპიტანის ანდრეა ბელოტის სახელი არაერთ ევროპულ თუ იტალიურ გრანდს დაუკავშირეს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს არის.

Tuttosport-ის მტკიცებით, ფეხბურთელთან დაახლოებულმა ადამიანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ მილანის ინტერესი ბელოტის ტრანსფერის მიმართ ყველაზე დიდია და თავად ფეხბურთელს, რომელიც ბავშვობიდან როსონერის ქომაგი გახლავთ, მილანისკენ მიუწევს გული.

ბელოტის კონტრაქტი ტურინულ გუნდთან 2022 წლის სეზონის ბოლოს იწურება და თუ ტორომ მასთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ მოახერხა, იტალიელი ფორვარდი დიდი ალბათობით ზაფხულში მილანის ფეხბურთელი გახდება.