Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბელოტის ტრანსფერში ფავორიტია

Calciomercato-ს ჟურნალისტის ენრიკო კამელიოს თქმით, ანდრეა ბელოტი ტორინოსთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და მის გასაფორმებლად ყველაზე დიდ ინტერესს ამ ეტაპზე მილანი იჩენს.

27 წლის იტალიელი ფორვარდის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ ის ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, ტურინულ გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს.

„სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ ბელოტი ტორინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ერთადერთ გუნდი, რომელმაც როგორც ფეხბურთელის აგენტს, ასევე უშალოდ ტორინოს ბელოტის შესახებ ინფორმაცია სთხოვა, მილანია. ეს ინფორმაცია ბელოტის უახლოესმა მეგობარმა მითხრა.“

ბელოტის ანგარიშზე ტორინოს მაისურით ჩატარებულ 223 მატჩში 104 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.