Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბენასერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს ბენასერის მიმართ გაზრდილი ინტერესი არ მოსწონს და მზად არის ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

ბენასერის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, როსონერი მზად არის ალჟირელ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო დაახლოებით 3 მილიონამდე გაიზრდება და მალდინის სურს, რომ ფეხბურთელის კონტრაქტიდან გამოსასყიდი პუნქტი საერთოდ ამოიღოს, ან ის მნიშვნელოვნად გაზარდოს.