Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ბენფიკას ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აგრძელებს

მილანი სტეფანო პიოლის მოთხოვნილი ფეხბურთელების გაფორმებას ცდილობს და რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ბოლო საათებში როსონერი ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე გააქტიურდა და მათ ჩელსის კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს.დიავოლო მზად არის,ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანოს,შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბაკაიოკოსთან ერთად,მილანი არც ბენფიკას ნახევარმცველს,ფლორენტინო ლუისს ივიწყებს და მასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.როსონერის 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდაც იჯარის გამოყენება სურს.მილანი მზად არის,რომ ლუისი 2-წლიანი იჯარით აიყვანოს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

Leave a Reply

Your email address will not be published.