Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ბერნარდესკის ტრანსფერზე მუშაობს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი იუვენტუსის გარემარბის, ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერზე მუშაობს და როსონერის ხელძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტს კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართეს.

წყაროს ინფორმაციით, მილანმა ბერნარდესკის 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში ანაზღაურების სახით კი 3 მილიონი ევრო, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 700,000 ევროთი ნაკლებია, თუმცა 26 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.