Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბერნარდესკი-რომანიოლის გაცვლით დაინტერესებული არ არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი იუვენტუსთან რომანიოლი – ბერნარდესკის ბარტერს არ განიხილავს.

აღნიშნული გაცვლის შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთმა გამოცემამ ისაუბრა, თუმცა Tuttosport-ის მტკიცებით, როსონერი ამ ბარტერზე ორი მიზეზის გამო იტყვის უარს.

პირველი მათგანი ის გახლავთ, რომ ბერნარდესკი რომანიოლიზე მეტ ხელფასს, სეზონში 4 მილიონ ევროს იღებს, რისი გადახდაც როსონერის არ სურს.

მეორე მიზეზი კი გახლავთ ის, რომ რომანიოლის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, როსონერის რომანიოლის ღირებულების 30 პროცენტის გადახდა ალესიოს ყოფილი გუნდისთვის – რომასთვის მოუწევს, რაც გუნდისთვის დამატებითი ხარჯი იქნება.