Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბეტისის მცველის ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი რეალ ბეტისის მცველის მარკ ბარტრას ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა როსონერის წინააღმდეგობას ბარსელონა უწევს.

მილანი სიმონ კიაერის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და 30 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ მცველებს შორის, რომლებმაც იტალიური გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

ბარტრას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონია, თუმცა წყაროს ცნობით ფავორიტად ბარსელონა მოიაზრება, რადგან მან კარიერა სწორედ კატალონიურ გრანდში დაიწყო.