Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბეტისის ნახევარმცველის დამატებას გეგმავს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეალ ბეტისის შემტევი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის გაფორმებას შეეცდება.

28 წლის ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ბეტისთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და Todofichajes-ის ცნობით, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ესპანელებს მისი სეზონის ბოლოს გაყიდვა მოუწევთ.

ფრანგ ფეხბურთელს როგორც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე ფლანგებზე თამაშიც შეუძლია, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველ კანდიდატურას ხდის. წყაროს ცნობით, ბეტისს ზაფხულში მისი გასხვისება 15 მილიონად მოუწევს.