Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბოლონიას ტალანტით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი ბოლონიას ახალგაზრდა ტალანტის აარონ ჰიკის გაფორმებით ინტერესდება, რომელსაც ფინანსურ სირთულეებში მყოფი როსობლუ დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გაყიდის.

ასაკის მიუხედავად, 19 წლის მარცხენა მცველი სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი უკანახაზელია და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში უკვე 5 გოლია.

მილანი მის გაფორმებას ბოლონიადან ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ როსობლუმ ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვა არ ისურვა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ფინანსური სიტუაციის გამო მათ ფეხბურთელის გაყიდვა აუცილებლად მოუწევთ და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე მილანი იქნება, რომელსაც კონკურენციას მანჩესტერ სიტი და ბაიერნი გაუწევენ…