მილანი: ბოლო ინფორმაცია დიასის და კიაერის ტრავმებთან დაკავშირებით
სიმონ კიაერმა და ბრაჰიმ დიასმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარეს და დადასტურა, რომ ესპანელი ფეხბურთელი კროტონესთან ვერ ითამაშებს.
ორივე ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა გასულ კვირას ინტერთან მატჩის დროს მიიღო და დღეს მათ დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდათ.
MilanNews-ის ინფორმაციით, კიაერის შემთხვევაში ტესტები პოზიტიური იყოო, დანიელი ფეხბურთელი ინდივიდუალურ ვარჯიშს ხვალ განაახლებს და მისი კროტონესთან თამაში გამორიცხული არ არის.
ბრაჰიმ დიასი კი მარცხენა ფეხზე კუნთის ტრავმას ჯერჯერობით ვერ იშუშებს და მისი თამაში კროტონეს წინააღმდეგ გამორიცხულია. ფეხბურთელს განმეორებითი შემოწმება მომავალ კვირას ჩაუტარდება.