Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბორდოს ტალანტით ინტერესდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორამციით, მილანი ბორდოს 21 წლის ნახევარმცველის ჟან ონანას ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, მილანი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ მაშინ იჩენდა, როდესაც ის ლილის რიგებში თამაშობდა და მის განვითარებას თვალს ბორდოში ტრანსფერის შემდეგაც ადევნებს.

ლონგოს ინფორმაციით, როსონერი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას, რომლის ანგარიშზეც ლიგა 1-ის 6 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, ზამთარში არ აპირებს და თუ ფეხბურთელმა პროგრესი გააგრძელა, მის გაფორმებას ზაფხულში შეეცდება.