Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბოტმანის ტრანსფერზე არ ნებდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ლილის უკანახაზელის სვენ ბოტმანის ტრანსფერზე არ ნებდება და იმედი აქვს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებას მოახერხებს.

ლილი ბოტმანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, ასეთი თანხის გადახდის საშუალება კი მილანს იანვარში არ აქვს, ამიტომ ფეხბურთელის გაფორმების სხვა გზების ძიებაშია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი და ფეხბურთელის აგენტი ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობენ, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. სავარაუდოდ როსონერის ახალი წინადადება 6-თვიანი იჯარა იქნება, რის სანაცვლოდაც მილანი 10 მილიონს გადაიხდის, შემდეგ 15 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით…