Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბრანდტის ტრანსფერში ლეაოს ჩართვას სერიოზულად განიხილავს

SportMediaset-ის მილანი იულიან ბრანდტის ტრანსფერში რაფაელ ლეაოს ჩართვას სერიოზულად განიხილავს.

ორივე ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა და ბარტერის შემთხვევაში თანხის დამატება არც ერთ მხარეს არ დასჭირდება.

პორტუგალიელი ფორვარდის სახელი დორტმუნდს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირეს და გერმანელები ამ ბარტერის წინააღმდეგები არ იქნებიან, რადგან ბრანდტი დორტმუნდის გეგმებში აღარ შედის.

25 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მილანთან ერთად ლაციოც მუშაობს, თუმცა ოფიციალური წინადადებით დორტმუნდისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.