Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ბრემერის კანდიდატურას დაუბრუნდა

როსონერი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორამციით, მალდინი-მასარას დუეტმა ტორინოს მცველის ბრემერის ტრანსფერზე მუშაობა განაახლეს, რომელსაც იტალიურ გრანდს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ.

ბრემერმა გუშინ ფიორენტინას წინააღმდეგ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სერია ა-ს ბომბარდირს დუშან ვლაჰოვიჩს ფაქტობრივად მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.

ნიკოლო სკირას ინფორამციით, მას შემდეგ, რაც მილანმა ბოტმანის ტრანსფერზე ფარ-ხმალი დაყარა, მალდინისა და ბრემერის აგენტს შორის კონტაქტი განახლდა, თუმცა მარტივი მოლაპარაკებები დიავოლოს არც ამ შემთხვევაში ელოდება, რადგან ტორინო ბრემერის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს.