Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი გაბიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანის ხელმძღვანელობა მზად არის მატეო გაბიას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

როსონერი ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების საკითხზე აქტიურად მუშაობს და დონარუმა-ჩალჰანოღლუ-კესის სიტუაციის განმეორება აღარ სურს.

MilanNews-ის ცნობით, სხვა ფეხბურთელებთან ერთად როსონერი ხელშეკრულებას როსონერის აკადემიის აღზრდილს მატეო გაბიასაც გაუხანგრძლივებს, რომლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.