Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი გაბრიელ ჟესუსის აგენტს შეხვდა…

დღეს მილანის ხელმძღვანელობას დატვირთული დღე ჰქონდა, რადგან მალდინი და მასარა ჯერ რომას დირექტორს ტიაგუ პინტუს შეხვდნენ (იხილეთ აქ), შემდეგ კი Casa Milan-ში იტალიელი აგენტები მიიღეს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის მარტინ სატორიოს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტი გაგრძელდა, რომას ცენტრალური მცველის როჯერ იბანესისა და გაბრიელ ჟესუსის წარმომადგენლები დაესწრნენ და მხარეებმა ორივე ფეხბურთელის თაობაზე ისაუბრეს.

გაბრიელ ჟესუსი მანჩესტერ სიტის ტოვებს და მას არსენალს აქტიურად უკავშირებენ, თუმცა არაერთი წყაროს ცნობით, ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და შესაძლოა როსონერის ხელმძღვანელობამ მისი გაფორმება სცადოს…