Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი გენკის მცველით დაინტერესდა

მილანი ცენტრალური მცველის ძებნას განაგრძობს და მათი პრიორიტეტი კვლავ ლილის უკანახაზელი სვენ ბოტმანია, მაგრამ სატრანსფერო ფასის გამო როსონერი ნიდერლანდელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას ვერ ახერხებს და როგორც ჩანს, როსონერი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადართვას გეგმავს.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, როსონერის წარმომადგენლებმა გენკის უკანახაზელის ჯონ ლუკუმის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

23 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს ბელგიურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.