მილანი გიოცეს აგენტს დაუკავშირდა,რანგნიკი მისი ტრანსფერის მომხრეა

მარიო გიოცე მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მილანს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეუძლია.

Calciomercato-ს ინფორმაციით,მილანის მესვეურები ფეხბურთელის წარმომადგენელს უკვე დაუკავშირდნენ და მისი მილანში ტრანსფერი განიხილეს.რალფ რანგნიკი გიოცეს გუნდში მისვლის მომხრეა.

მარიო გიოცე იტალიაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და მის ტრანსფერს ისიც უწყობს ხელს,რომ მისი მეუღლე მოდელია და მილანში გადასვლა ორივესთვის სარფიანი იქნება.

ერთადერთი პრობლემა,რომელიც მის მილანში მისვლას უშლის ხელს,ფეხბურთელის ხელფასია.გერმანელმა უკვე შეუთვალა მილანს,რომ მას წლიური ანაზღაურების სახით 7 მილიონი ევრო სურს,რის გადახდასაც მილანი არ აპირებს და თუ გიოცე ხელფასის შემცირებას არ დათანხმდა,მისი მილანში გადასვლა გამორიცხული იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.