Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი გლადბახის ვარსკვლავით ინტერესდება

რამდენიმე გერმანული სპორტული გამოცემის მტკიცებით, როსონერი გლადბახის ნახევარმცველის ფლორიან ნეუჰაუსის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად ითვლება და არაერთი გრანდი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის იბრძვის.

Sky Germany და Bild-ის ინფორმაციით, ნეუჰაუსს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე ეწურება და გლადბახს მისი გაშვება არ სურს, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 40 მილიონ ევროდ შეუძლია.

მილანის გარდა, მისი გაფორმებით მადრიდის რეალი და ბაიერნი ინტერესდება.