Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დალოტისთვის ახალ წინადადებას ამზადებს

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორამციით, მილანი მანჩესტერს დიოგო დალოტის ტრანსფერზე კიდევ ერთი წინადადებით მიმართავს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, როსონერი ფეხბურთელის იჯარით აყვანას კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა ამჯერად წითელ ეშმაკებს იჯარის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას, სავარაუდოდ 2-3 მილიონ ევროს შესთავაზებს

მანჩესტერი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონს ითხოვს, შემდგომში მისი 15 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.

მილანის გარდა, პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდის რეალიც ინტერესდება, მაგრამ ჯერჯერობით ბლანკოსს ინგლისელებისთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.