Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი დალოტის გამოსყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი დიეგო დალოტის გამოსყიდვას აპირებს.

პორტუგალიელი მარჯვენა მცველი როსონერის სეზონის სტარტზე მანჩესტერიდან, მშრალი იჯარის წესით შეუერთდა.

იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტში მილანს მისი გამოსასყიდი პუნქტი არ აქვს, მხარეებს შორის არსებობს ჯენტლმენური შეთანხმება, რომ იანვარში მის ტრანსფერზე დაილაპარაკებენ და Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი 21 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვას შეეცდება.

მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი ფსონს არონ ვან-ბისაკაზე აკეთებს, ამიტომ ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღების წინააღმდეგი არც წითელი ეშმაკები იქნებიან.

ამ ეტაპზე მილანისთვის პრიორიტეტი ჩალჰანოღლუს და დონარუმას კონტრაქტებია, თუმცა როგორც კი ამ პრობლემებს მოაგვარებს, მალდინი დალოტის ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.