Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი დალოტის და დიასის გამოსყიდვას შეეცდება

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერი მანჩესტერ იუნაიტედთან და მადრიდის რეალთან მოლაპარაკებების გამართვას და დიეგო დალოტის და ბრაჰიმ დიასის გამოსყიდვას შეეცდება.

მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი მილანს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, თუმცა დიავოლოს არც ერთი მათგანის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

MilanNews-ის ჟურნალისტმა, მარკეტიმ განაცხადა:

„საიმედო წყაროებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მილანის ხელმძღვანელობა ბრაჰიმ დიასის და დიეგო დალოტის გამოსყიდვას აპირებს და მადრიდის რეალთან და მანჩესტერთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.“