Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დალოტის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მანჩესტერიდან დიოგო დალოტის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ფეხბურთელის დაბრუნებას მოახერხებს.

მილანთან ერთად, პორტუგალიელი უკანახაზელის გაფორმების სურვილი მადრიდის რეალმაც გამოთქვა, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დალოტს მილანში დაბრუნება სურს და ბლანკოსს ჯერჯერობით უარს ეუბნება.

მანჩესტერი დალოტის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება ახლავე სურს, როსონერი კი კვლავ მის იჯარას ითხოვს, ამჯერად ფეხბურთელის გამოსყიდვის პერსპექტივით.