Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დალოტის შემცვლელს ეძებს

სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაში მყოფი დიოგო დალოტი როსონერის დატოვებს და წითელი ეშმაკების რიგებში დაბრუნდება, მილანმა კი მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

MilanNews-ის ინფორმაციით, გუნდის სატრანსფერო საქმიანობა და ბიუჯეტი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა მილანს დალოტის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტი სეზონის ბოლოს ინტერის დანილო დ’ამბროზიოს და ნაპოლის ელსეიდ ჰიუსაის გაფორმებას შეეცდება. ორივე მათგანს კონტრაქტი თავიანთ გუნდებთან სეზონის ბოლოს ეწურება და მილანს მათი დამატება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

გათიშვა