Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დალოტს არ გამოისყიდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მანჩესტერ იუნაუტედიდან დიეგო დალოტს არ გამოისყიდის.

პორტუგალიელი უკანახაზელი მილანს მანჩესტერიდან მშრალი იჯარით სეზონის სტარტზე შეუერთდა და მანჩესტერი მზად იყო, ფეხბურთელი 20 მილიონის სანაცვლოდ როსონერის შემადგენლობაში დაეტოვებინა, თუმცა სპეციასთან ჩატარებული არც თუ ისე წარმატებული შეხვედრის შემდეგ, როსონერიმ ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარი საბოლოოდ თქვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მალდინიმ მისი შემცვლელი უკვე შეარჩია და ზაფხულში ემერსონ როიალის გაფორმებას ეცდება, ბარსელონას ფეხბურთელის, რომელიც ამჟამად იჯარის წესით რეალ ბეტისში ასპარეზობს.