Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დაცვის გასაძლიერებლად 3 კანდიდატურას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანს პრემიერ ლიგის 3 ცენტრალური მცველი შესთავაზეს და მათ კანდიდატურებს როსონერი სერიოზულად განიხილავს.

სიმონ კიაერის ტრავმის შემდეგ, იტალიურ გრანდს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს და გუნდის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი იანვარში მცველის დამატებას აპირებენ. როსონერის მთავარი სამიზნეები ბოტმანი და ბრემერი გახლდათ, თუმცა მათი სატრანსფერო ფასის გამო მილანს სხვა კანდიდატურების ძებნა უწევს.

Calciomercato-ს ცნობით, მილანს მანჩესტერ იუნაიტედის ერიკ ბაი, ჩელსის მალანგ სარი და მანჩესტერ სიტის ნეითან აკე შესთავაზეს, რომლებიც თავიანთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიან.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი აღნიშნულ კანდიდატურებს სერიოზულად განიხილავს, თუმცა კალულუ-გაბიას დუეტის კარგი თამაშის შემდეგ, როსონერიმ შესაძლოა მცველის დამატებაზე მუშაობა ზაფხულისთვის გადადოს და ბოტმანის გაფორმება კიდევ ერთხელ სცადოს…