მილანი და აინტრახტი ფეხბურთელებს გაცვლიან

მილანი და ფრანკფურტის აინტრახტი ანდრე სილვას და ანტე რებიჩის გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ანტე რებიჩი მილანს ფრანკფურტიდან გასულ ზაფხულს იჯარის წესით შეუერთდა,საპირისპირო მხარეს კი მილანის შემტევი ანდრე სილვა წავიდა და გერმანიაში 15 გოლის გატანაც მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით,რომას წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა რებიჩისთვის გადამწყვეტი იქნება,სწორედ ამ თამაშის მიხედვით გადაწყვეტს რალფ რანგნიკი სურს თუ არა ხორვატის გუნდში დატოვებას.

Leave a Reply

Your email address will not be published.