Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და აინტრახტი შეთანხმებასთან ახლოს არიან

მილანში გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ, როგორც ჩანს ჰაუგეს გუნდიდან წასვლა დროის საკითხია და აინტრახტმა მისი ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს დღეებში გააოფიციალუროს.

გუშინ გერმანელებმა როსონერის ახალგაზრდა ნორვეგიელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, თუმცა მხარეებს შორის მოკაპარაკებები გრძელდება და კონტრაქტში ბონუსების ჩადებით ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Calciomercato-ს ცნობით, აინტრახტი როსონერის 8-9 მილიონს შესთავაზებს, ბონუსების სახით კი კიდევ 4-5 მილიონს დაუმატებს, რაზეც მილანი აუცილებლად დაფიქრდება და სავარაუდოდ დათანხმდება კიდეც.

ფრანკფურტს კონკურენციას ვოლფსბურგი და მარსელი უწევენ, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს მილანისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.