Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და არსენალი ლანგისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ბრიუგეს ფეხბურთელის ნოა ლანგის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელის გასაფორმებლად არსენალის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლენგის აგენტი გუშინ მილანის სათაო ოფისში იმყოფებოდა და როსონერის წარმომადგენლებთან ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

22 წლის შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბელგიელები ახალგაზრდა ტალანტს 40 მილიონ ევროდ აფასებს.